понедельник, 5 июня 2017 г.

მერვე დღე

მოდულის მსვლელობისას გადავხედეთ შეკითხვებს,კიდევ ერთხელ გავუზიარეთ და უკუკავშირი მივეცით ერთმანეთს.შევიტანეთ ცვლილებები საკვანძო შეკითხვებში,რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ საპროექტო თემების სწავლებისას,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა გამოწვევას პროექტის თემისადმი,პროცედურების გაცნობას.სახელმძღვანელოს დახმარებითგავეცანით თუ როგორ ეხმარება მოსწავლეებს ტექნილოგიურ პროდუქტიულობის გაზრდასა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში.შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში,რომელსაც გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში.

воскресенье, 4 июня 2017 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - "დიდი ხუთეული-,,შოთა, ილია,აკაკი,ვაჟა და გალაქ


     კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნა ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს იმაში,რომ დავნერგოთ პრაქტიკაში პროექტებით სწავლება.პროექტებით სწავლების დროს ბავშვს უვითარდება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.მოსწავლე სწავლობს  სწავლების სწავლას,მასწავლებელი არის გეზის მიმცემი.მოსწავლეს ეძლევა საშუალება იმსჯელოს,ითანამშრომლოს,შეაფასოს ინფორმაცია თუ შექმნილი პროდუქტი,შეადგინოს შეფასების რუბრიკები,შეძლოს თვითშეფასება,თვითრეალიზება და ფასილიტაცია.
   მადლობა ,მასწავლებელთა სახლს,რომ ზრუნავს მასწავლებელთა განვითარებაზე,ხელს უწყობს მათ წინსვლას.
   მადლობა ტრენერ, ქალბატონ ნინო მღებრიშვილს,იმ დიდი მონდომებისა და სიყვარულისათვის, რასაც არ ინანებდა თითოეული თავისი მსმენელისათვის.ღმერთმა დაგიფასოთ ეგ დიდი ძალისხმევა.
   

пятница, 26 мая 2017 г.

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა




რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით.იმისათვის,რომ მოსწავლემ არეგულიროს დამოუკიდებლად საკუთარი უნარ-ჩვევები,შევქმენი ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშო,რომელიც მხარს დაუჭერს მას,როგორც დამოუკიდებელ მსწავლელ.
პროექტის გეგმის შაბლონში გავწერეთ ის მიდგომები,რომელის უნდა გამოვიყენო ნიჭიერ, განსაკუთრებული საჭიროების და არაქართულენოვან მოსწავლესთან.ეს მოდგომები დამეხმარება ყველა ტიპის და უნარის მოსწავლე ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, რამდენიმე თვალსაზრისით.
რუბრიკა დამეხმარა გამეკეთებინა თვითშეფასება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა,რასაც მოსწავლეებშიც დავნერგავ პროექტის განხორციელებისას.კიდევ ერთხელ წიგნის გამოყენებით თვალი გადავავლეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს,გეგმეში აღვწერე თითოეული შეფასების მეთოდი თავის ინსტრუმენტთან ერთად, ქრონოლოგიის მიხედვით.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის შეფასების ინსტრუმენტი-რუბრიკა,რომელიც მოსწავლეს დაეხმარება თვითშეფასების ობიექტურობაში.

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარება დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესში.კერძოდ:პროექტის პრეზენტაცია შევაფასოთ რუბრიკის საშუალებით,ამით მომეცა საშუალება კონსტრუქციული უკუკავშირი მიმეცა ჩემი კოლეგისათვის,იგივე მიმეღო მისგანაც.ეს შეფასების ფორმები შეიძლება გამოვაყენებინო ბავშვებს,რათა სიღრმისეულად ჩასწვდნენ შესასწავლ საკითხებს.
    გავეცანით საავტორო უფლებებს,თუ როგორ გამოვაყენებინოთ ლეგიტიმურად ინტერნეტში მოძიებული მასალა და გავაცნობ მოსწავლეებს.ჩემი პროექტის ფარგლებში დავიცავი საავტორო უფლებები და შევავსე გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი.საძიებო სისტემაში გავეცანი ბუკმარკის გამოყენებას და საძიებო დიაპაზონის შევიწროება.
    შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით.ისინი საკბანძო საკითხებთან დაკავშირებით აკეთებენ ჩანაწერებს და ქმნიან პრეზენტაციებს.

               მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის თვითშეფასება
გაკვეთილზე ვიყენებ ტექნოლოგიებს,იმისათვის,რომ დავალების შესაბამისი თემატიკა და ცნებები უკეთ გავიგო, ამით მივითარდება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

воскресенье, 14 мая 2017 г.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით,შევაფასებ წინარე ცოდნას,რომლითაც დავადგენ რომელ საფეხურზეა მოსწავლის ცოდნა.
პროექტის შეფასება მასწავლებელს ეხმარება,რომ შექმნას 21-ე საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს,რომლებიც შეფასებას სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს,ასევე ეხმარება მოსწავლეებს,რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ.გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები.

пятница, 12 мая 2017 г.

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულებების საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
საგნობრივი სტანდარტების გამოყენება დამეხმარა იმაში, რომ პროექტი მოვარგო ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები მომეხმარა პროექტის მიზნების მკაფიოდ გაწერაში.მიზნებს მოვარგე 21- საუკუნის უნარები,გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომიის ზმნები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები დამეხმარა პროექტის ძირითადი და საკვანძო თემებისა და საკითხების გააზრებაში.
მოდული მრავლისმომცემი იყო, ტრენერმა საინტერესოდ და გასაგებად წარმართა ტრენინგი.მადლობა მას ენერგიული მუშაობისთვის.